უნივერსიტეტის შესახებ
რექტორები
მნიშვნელოვანი თარიღები
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
IT განყოფილება
ატრიბუტიკა



სტრუქტურა
აკადემიური საბჭო
წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
რექტორი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ადმ. ხელმძღვანელის მოადგილე






მეცნიერების სამსახური  



პროფესორები
ასოცირებული პროფესორები
ასისტენტ–პროფესორები



იურიდიული
ეკონომიკის და ბიზნესის
განათლების
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სოციალურ და პოლიტ. მეცნიერებათა
მათ. და კომპ. მეცნიერებათა
საბუნებ. მეცნ. და ჯანდაცვის












   
 
ელ.ფოსტა
პაროლი
 
 



   

 
 
ახალი ამბები
 
 
იურიდიული ცნობარი
 
 
საუნივერსიტეტო ცნობარი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა


 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1997 წლიდან არსებობს და უნივერსიტეტის მნიშვნელოვან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს. აქ თავმოყრილია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა საუნივერსიტეტო სპეციალობათა სრული კომპლექტით, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მათთვის საინტერესო მიმართულებებით მუშაობის საშუალებას აძლევს.

წიგნადი ფონდი

ამჟამად, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 29429 ბიბლიოგრაფიულ ერთეულს შეადგენს, მათ შორისაა 26056 ეგზემპლარი წიგნი, 3373 ჟურნალი და 20500 ელექტრონული წიგნი;

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება გარდა შემოწირულობებისა და პერიოდულად განხორციელებული შესყიდვებისა, ხდება საჩუქრად მიღებული წიგნებითაც.

საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდიდან (470 ც.);
ლ. ასათიანის სახ. რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის ფონდიდან უცხოური ლიტერატურა (464 ც.);
ეკონომიკის ინსტიტუტიდან (586 ც.);
სოროსის ფონდიდან იურიდიული ლიტერატურა (1564 ც.);
”ევრაზიის ფონდიდან” ეკონომიკური პროფილის ლიტერატურა (334 ც.);
ფონდიადნ ”ღია საზოგადოება-საქართველო” სოციალურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლინებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა (1037 ც.);
გოეთეს ინსტიტუტიდან;
გერმანიის საელჩოდან;
ბრიტანეთის საელჩოდან;
ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდიდან;
ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრიდან;
პროფ. ირაკლი ანთელავას წიგნადი ფონდიდან (298 ც.);
პროფ. გ. ბეგიაშვილის წიგნადი ფონდიდან (907 ც.);
პროფ. გ. დოლიძის წიგნადი ფონდიდან (667 ც.);
ვლ. ნორაკიძის წიგნადი ფონდიდან (467 ც.)
კვეზერელი-კოპაძის წიგნადი ფონდიდან ბიბლიოგრაფიული იშვიათობის ლიტერატურა კავკასიის ისტორიის შესახებ (433 ც.);
ავთანდილ საყვარელიძის წიგნადი ფონდიდან საცნობარო ლიტერატურა (200 ც.);

ბიბლიოთეკის სტრუქტურა

ბიბლიოთეკას ემსახურებიან ბიბლიოთეკის უფროსი და ოთხი სპეციალისტი. წარმოდგენილია წიგნადი ფონდის ორი კატალოგი: ანბანური და სისტემური. კატალოგები მომზადებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულსა და სხვ. ენებზე. მიმდინარეობს კატალოგების შემდგომი დამუშავება და სრულყოფა.

შედგენილია არსებული წიგნადი ფონდის ელექტრონული კატალოგი.

უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი გატარებულია საინვენტარო წიგნში, შედგენილია ფონდის ჯამობრივი აღრიცხვის წიგნი.

მკითხველებისთვის შექმნილია სააბონენტო კარტოთეკა, სტუდენტები წიგნებით სარგებლობისას იყენებენ სტუდენტის მოწმობას.

მომსახურების ფორმები

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ორი სამკითხველო დარბაზი, რომლებიც პირველ და მეორე სასწავლო კორპუსებში მდებარეობს. პირველი სასწავლო კორპუსის სამკითხველო დარბაზი მესამე სართულზე, მეორე კორპუსისა კი მეოთხე სართულზეა განთავსებული. ბიბლიოთეკაში ეწყობა შეხვედრები, პრეზენტაციები, კონფერენციები, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომების განხილვა და სხვა სახის ღონისძიებები.


ბიბლიოთეკის მომსახურებით სარგებლობის წესები:

წიგნები გაიცემა არაუმეტეს 10 დღის ვადისა;

წიგნები, რომლებიც თითო ეგზემპლარით არის წარმოადგენილი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სარგებლობა მხოლოდ სამკითხველო დარბაზში შეიძლება;

მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს მხოლოდ ისეთი წიგნები, რომლებიც რამდენიმე ეგზემპლარით არის წარმოადგენილი;

ქსეროქსზე გადასაღებად წიგნები არ გაიცემა;

ბიბლიოთეკის სპეციალისტს შეუძლია შეცვალოს წიგნის გატანის წესი ან წიგნი არ გასცეს ისეთ პირზე, რომელიც შემჩნეულია წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში.

ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 სთ-დან 18 სთ-მდე.

უფროსი

რაისა ნიჟარაძე დაიბადა 25.07.1950 წ. მესტიაში. 1971 წელს დაამთავრა აფხაზეთის ასსრ სოხუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი ბიბლიოთეკათმცოდნეობის სპეციალობით. 1980 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1980 წელს მიიღო უფროსი ბიბლიოთეკარის წოდება. 1986-1989 წ.წ. - წიგნადი ფონდის დამუშავება-დაკომპლექტების განყოფილების გამგე. 1989-2007წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიბლიოთეკის გამგე. 31.07.2007წლიდან სსიპ სოხუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსი.
 



 

 
ბიბლიოთეკის უფროსი: რაისა ნიჟარაძე
 
 
 







 

 
 

 
   



 
       
       
 
 
© 2007 SOU.GE ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია: B. Asatiani  
გვერდის მესაკუთრე: ს.ს.ი.პ. სოხუმის უნივერსიტეტი

ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 01/1/2008;   
 
Tel: 541405
Fax:
E-Mail:
info@sou.ge