უნივერსიტეტის შესახებ
რექტორები
მნიშვნელოვანი თარიღები
ბიბლიოთეკა
გამომცემლობა
IT განყოფილება
ატრიბუტიკა



სტრუქტურა
აკადემიური საბჭო
წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
რექტორი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ადმ. ხელმძღვანელის მოადგილე






მეცნიერების სამსახური  



პროფესორები
ასოცირებული პროფესორები
ასისტენტ–პროფესორები



იურიდიული
ეკონომიკის და ბიზნესის
განათლების
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სოციალურ და პოლიტ. მეცნიერებათა
მათ. და კომპ. მეცნიერებათა
საბუნებ. მეცნ. და ჯანდაცვის












   
 
ელ.ფოსტა
პაროლი
 
 



   

 
 
ახალი ამბები
 
 
იურიდიული ცნობარი
 
 
საუნივერსიტეტო ცნობარი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახური


უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 25) თანახმად:
“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმწისავდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, კრედიტების სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.”

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო სამსახურის      მიზნები და ამოცანებია -

  • უმაღლესი განათლების  ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის-ENQA-ს სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურების შემუშავება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული მონიტორინგი და  რეკომენდაციების შემუშავება მათი გაუმჯობესების მიზნით;
  • სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად  პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის რეგულირების, სტუდენტთა მობილობის და ECTS სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში მონაწილეობა ;
  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება ;
  • ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესის  განხორციელება.

გარდამავალ პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაში შედიან:  
სამსახურის უფროსი -  ასოც. პროფ. რომეო გალდავა
უფროსის  მოადგილე -  ასოც. პროფ. მარინე ხუბუა
აგრეთვე, ფაკულტეტების ხარსხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

 

 
 
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა 2007-2008 წლის გაზაფხულის სემესტრში
(ანგარიში)

სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 31-ე მუხლების,  სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დროებითი დებულების (პროექტის) შესაბამისად (იხ.: www.sou.ge/ge/?page=4.5), ENQA-s (European Network of Quality Assuarance – ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის) მიერ შემუშავებული დოკუმენტის “ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ევროპის უმაღლესი განათლების სივცრეში” საფუძველზე.

 

ხარისხის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა 2007-2008 წლის გაზაფხულის სემესტრში წარიმართა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • რექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ბრძანებების  პროექტების მომზადება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
  • ხარისხის უზრუნველყოფასთან, ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექნასთან და არსებული კურიკულუმების  სრულყოფასთან, უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შიდა და გარე შეფასებების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა გამოკითხვის კითხვარების შემუშავება;
  • სტუდენტთა გამოკითხვა;
  • მონაწილეობა ბოლონიის პროცესთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, აკრედიტაციასთან დაკავშირებულ კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში, მივლინებები საზღვარგარეთ;
  • სტუდენტთა მობილობისთვის ხელის შეწყობა, მობილობის ფარგლებში სტუდენტთა მიერ  მოსმენილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარება;
  • პასუხი კორესპონდენციებზე.


 
 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამოქმედო გეგმა 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გეგმავს საქმიანობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • რექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ბრძანებების  პროექტების მომზადება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
  • ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო პროცედურების სრულყოფა;
  • ხარისხის უზრუნველყოფასთან, კურიკულუმების სრულყოფასთან, უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სასწავლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროგრამების) შიდა საუნივერსიტეტო და გარე  შეფასების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა გამოკითხვის ახალი კითხვარების შემუშავება;
  • სტუდენტთა გამოკითხვა;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
  • მონაწილეობა ბოლონიის პროცესთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, აკრედიტიციასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში;
  • პასუხი კორესპონდენციებზე.

 

 

 

 




სილაბუსის ფორმა
(აკადემიური საბჭოს დადგენილება N48 5.03.2010)
 







 

 
 

 
   



 
       
       
 
 
© 2007 SOU.GE ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია: B. Asatiani  
გვერდის მესაკუთრე: ს.ს.ი.პ. სოხუმის უნივერსიტეტი

ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 01/1/2008;   
 
Tel: 541405
Fax:
E-Mail:
info@sou.ge