სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს გამომცემლობა, რომელიც გამოსცემს უნივერსიტეტის პერიოდულ ორგანოს - გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტს“. თავდაპირველად (1995 წლის მარტში) გაზეთი გამოიცა „სოხუმის სადროშო“-ს სახელწოდებით. ამჟამად, დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, იგი „სოხუმის უნივერსიტეტის“ სახელით გამოდის.
გაზეთი
ასახავს
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, ადმინისტრაციული და აკადემიური
პერსონალის საქმიანობას, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სიახლეებს, სტუდენტურ ცხოვრებას, მათ საზოგადოებრივ საქმიანობას, ასახავს სტუდენტების სამეცნიერო ძიებებსა თუ მხატვრულ შემოქმედებას, სხვადასხვა ხასიათის
საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებს, სპორტულ მიღწევებს და სხვა. გაზეთი
პერიოდულად წარმოაჩენს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ მნიშვნელოვან
მოვლენებს, მეტადრე აფხაზეთთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
ნებისმიერი თემის
გაშუქებისას გაზეთი
ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის
პრინციპებისა და
ჟურნალისტური ეთიკის
კოდექსის გათვალისწინებით.
საგამომცემლო ჯგუფის
უფროსი
- რობერტ მესხი
E-MAIL: rmeskhi73@yahoo.com
ტელ.:
577 17 07 34
გაზეთ
„სოხუმის
უნივერსიტეტის“ რედაქტორი (მთავარი სპეციალისტი) - ლელა მირცხულავა
უფროსი
სპეციალისტი - ნანა ვახანია
სპეციალისტი - ნოდარ აბესაძე
საგამომცემლო ჯგუფის
პროგრამისტ-დამკაბადონებელი - ნუგზარ არჩემაშვილი
მის:
ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ., №61, III სართული,
E-mail: publishing@sou.edu.ge
ტელ.:
0 (32) 2 54 14
15