ადმინისტრაციის ხელმძვანელი - ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე
დაიბადა 1965 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში.
1982 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა.
1983-1988 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა მათემატიკოსის, მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1988 წელს დაიწყო მუშაობა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ლაბორანტად.
1989 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, ხოლო 1993 წლიდან - მასწავლებლად.
1998-2003 წლებში სწავლობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
2004 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებულილ აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი - იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.
2007, 2009-2015 წლებში იყო მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2008-2015 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ტელ: 0 (32) 2 54 14 70
E-MAIL: chancellor@sou.edu.ge