სსიპ
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტრუქტურა
და ფუნქციები
სტრუქტურა
უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო,
წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
– ფაკულტეტის მართვის
ორგანოებია – ფაკულტეტის
საბჭო, დეკანი,
ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური.
უნივერსიტეტის ფაკულტეტები:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი
განათლების მეცნიერებათა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, აკადემიური საბჭოს სამდივნოს და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან.
უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სასწავლო
პროცესის მართვის
დეპარტამენტი
სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი
ფინანსებისა და აღრიცხვის სამსახური
მატერიალური რესურსების მართვის
სამსახური
შიდა აუდიტის სამსახური
პერსონალის მართვის სამსახური
კანცელარია
მონიტორინგის განყოფილება
იურიდიული სამსახური
საერთაშორისო
ურთიერთობებისა და
კულტურათაშორისი კავშირების
სამსახური
საგამომცემლო ჯგუფი
ბიბლიოთეკა
საზოგადოებასთან და მედიასთან
ურთიერთობის სამსახური
სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება
დაცვისა
და შიდა უსაფრთხოების სამსახური
უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქართული და მსოფლიო
კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა
და ჰუმანიზმის
იდეალებზე ორიენტირება;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და
შესაძლებლობების შესატყვისი
უმაღლესი განათლების
მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება,
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,
თანამედროვე მოთხოვნების
შესატყვისი კომპეტენციის
მქონე პირების
მომზადება, შიდა
და საგარეო
შრომის ბაზარზე
უმაღლესი განათლების
მქონე პირთა
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა,
სტუდენტთა და
ფართო საზოგადოების
მოთხოვნათა შესაბამისი
მაღალი ხარისხის
უმაღლესი განათლების
შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და
საკუთრივ უმაღლესი
განათლების სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის
მომზადება და
გადამზადება, სამეცნიერო
კვლევის პირობების
შექმნა, უზრუნველყოფა
და განვითარება;
ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და
კვლევითი პოტენციალის
განვითარება;
ვ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების
სამსაფეხურიანი სწავლების
ციკლის (ბაკალავრიატი
– მაგისტრატურა – დოქტორანტურა),
ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი
განათლების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო
კვლევების, მაღალი
ტექნოლოგიებისა და
თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა
და სწავლებით
საუნივერსიტეტო ტრადიციების
განვითარება;
ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ
საგანმანათლებლო და
სამეცნიერო სივრცეში;
თ) საქართველოსა
ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებისა
და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების
განხორციელება;
ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
კ) პერსონალის პროფესიული განვითარება;
ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;
მ) სტუდენტისა და აკადემიური
პერსონალის პიროვნულ
და პროფესიულ
განვითარებაზე ზრუნვა;
ნ) ცოდნის გენერირება და
გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და
აკადემიური პერსონალის
მობილობის წახალისება.
ამ
მიზნების მისაღწევად
უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი
პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური
და სამეცნიერო
ცოდნის გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის
კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა
სოციალური პირობების
გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის
პირობების შესაქმნელად;
ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებებთან;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო
თანამშრომლობას და
უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და
აკადემიური
პერსონალის ურთიერთგაცვლას;
ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს
სახელმწიფო ან/და სხვა
სახის პროგრამების
განხორციელებაში;
თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას
სწავლის, სწავლებისა
და პროფესიული
განვითარების მეშვეობით
თავისუფალ, დემოკრატიულ
და სოციალურ
სამართლებრივ გარემოში;
ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ
ხარისხს (ხარისხებს)
და კვალიფიკაციას;
კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;
კ1) ახორციელებს
საგამომცემლო საქმიანობას;
კ2) ახორციელებს საგანმანათლებლო
და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას;
კ3) ახორციელებს
სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის
(გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოებასა და რეალიზებას;
კ4) ახორციელებს დამხმარე
ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.