ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-09

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
28 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან

28 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან

2017 წლის 9 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ამ ტრაგიკულ დღეს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებლად რუსთაველზე, მემორიალურ დაფასთან შეიკრიბა და პატივი მიაგო სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. 9 აპრილი არის ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა.
28 წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 
წელს 9 აპრილს  ბზობის  დღესასწაულიც დაემთხვა. გილოცავთ ამ ბრწყინვალე თარიღს. 9 აპრილი ხომ საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.

ფოტო გალერეა