ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2015-06-07

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
DOIT - ის კონსორციუმის  შემაჯამებელი  შეხვედრა და  საერთაშორისო კონფერენცია ჰაიფაში

DOIT - ის კონსორციუმის შემაჯამებელი შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია ჰაიფაში

2015 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ისრაელში ჰაიფას გორდონის განათლების უმაღლესი აკადემიური კოლეჯი მასპინძლობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „განათლება XXI საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა  უფლებები და გლობალური მოქალაქეობა“. იმავე კონფერენციის ფარგლებში  ევროკომისიის საერთაშორისო პროგრამის Tempus -ის დასკვნითი შემაჯამებელი  შეხვდერა გაიმართა.

ჰაიფას საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობდა ისრაელის, საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, ესტონეთის, ლიტვის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის  წამყვანი უნივე­რ­სი­ტეტები. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ DOIT - ის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი ჰქონდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

აშშ-ს წარმოადგენდა ვაშინგტონის უნივერსიტეტი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასაჩუსეტის უნივერსიტეტი, მონტკლეირის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ბოულინგ გრინის უნივერსიტეტი. ევროკავშირის ქვეყნები წარმოდგენილი იყო ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლატვია), ოლდენბურგის უნივერსიტეტის //კარლ ფონ ოსიეცკის უნივერსიტეტი (გერმანია),  ლუქსემბურგის უნივერსიტეტის, ავსტრიის განათლების უნი­ვერსიტეტის (ლინცის პედაგოგიური უნივერსიტეტი) სახით.

ფართოდ იყო წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა: ისრაელიდან ჩართული იყო ისრაელის განათლების სამინისტრო, ბენ გურიონის უნივერსიტეტი, ტელ-ავივის უნივერსიტეტი, ჰაიფას უნივერსიტეტი, გორდონის განათლების უმაღლესი აკადემიური კოლეჯი, სახნინის, საფირის, კეის განათლების აკადემიური კოლეჯები, დასავლეთ გალილეის განათლების კოლეჯი, არაბული აკადემიური კოლეჯი, ისრაელის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  და ა. შ. კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ DOIT - ის პროექტში მონაწილე  უნივერსიტეტების რექტორები და პრორექტორები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციის მუშაობაში მონა­წი­ლეო­ბ­დ­ნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,  პროფესორი ჯონი აფაქიძე, ადმი­ნი­ს­ტ­რა­ციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი  შოთა ახალაია, პროექტის წევრები: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ომარ არდაშელია განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, განათლების ფაკუ­ლ­ტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი თამარ შინჯიაშვილი. გარდა ამისა, კონფერენციის სექციებზე წარდგენილი იყო პროექტის წევრების განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების რუსუდან ფიფიას და ბროლისა წულაიას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ჯოჯუას მოხსენებები. სსუ-ს DOIT -ის გუნდი  კონფერენციაზე DARE -ს პროექტის შემა­ჯა­მე­ბელი ანგარიშით წარსდგა: DOIT- ის მდგრადობა  სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტ­ში. გარდა ამისა, სსუ-ს პროფესორები მონაწილეობდნენ  სექციურ  მუშაობაშიც: ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, თამარ ჯოჯუა, რუსუდან ფიფია  - კულტურული მრავალფეროვნების დანერგვა და კვლევა DOIT-ის საფუძველზე; თამარ შინჯიაშვილი, ომარ არდაშელია - აქტივობები აქტიური მოქალაქეობის განვითარებისათვის მულტიკულტურულ გარემოში; რუსუდან ფიფია, ბროლისა წულაია - კრიტიკული აზროვნების განვითარება მულტი­კუ­ლტურულ საკლასო ოთახში ლიტერატურის სწავლების მაგალითზე. 

ჰაიფას საერთაშორისო კონფერენციის ნამდვილი მოვლენა გახდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, მულტიკულტურალიზმის ფუძემდებლის ჯეიმს ბენქსის საჯარო ლექცია მულტიკულტურალიზმისა და მისი გამოწვევების შესახებ.

ჰაიფას საერთაშორისო კონფერენციამ შეაჯამა DOIT- ის საერთაშორისო პროექტის მუშაობის შედეგები და კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა  ჩატარებული  მუშაობის ვრცელი ანგარიშები  პუბლიკაციების სახით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

I. პუბლიკაციების ოთხი ტომი სალექციო კურსების სახით ქართულ ენაზე:

  1. მულტიკულტურული და მულტიეთნიკური საქართველო;
  2. კულტურა და იდენტობა;
  3. ბავშვთა უფლებები განათლებაში;
  4. პედაგოგიური მიდგომები მულტიკულტურულ საკლასო ოთახში;

II. პროექტის დაწვრილებითი  ანგარიში  ინგლისურ და ქართულ ენებზე

  1. „ტემპუსი  IV - ის“ მეხუთე საკონკურსო პროექტი: კურიკულუმის რეფორმის საერ­თა­შორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრვალაფეროვნების სწავლებისათვის“ - ძირითადი მიღწევები// TEMPUS IV fifth Call Project: Development of an international Model for Curriculum Reform in Multicultural Education and Cultural Diversity Training: DOIT – Major Achievements;

 III. პროექტის ანგარიშები ოთხ ტომად ინგლისურ ენაზე:

  1. DOIT -ის ძირითადი მიღწევები//DOIT Major Achievements;
  2.  ბავშვთა უფლებების დაცვა განათლების მეშვეობით და ერთად ცხოვრების სწავლა//Childrens  Rights in and through Education Learning to Live Together; 
  3. DOIT-ის სტუდენტური აქტივობები//DOIT Student Activities;
  4. რჩევები საერთაშორისო კურიკულუმის რეფორმის პროგრამებში უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის.//Tips Coordinating an International Curriculum Reform Program For Higher Educational Institutions

ხაიფას კონფერენციის მუშაობის დროს საერთაშორისო ექსპერტებმა ერთხმად დაადასტურეს  DOIT - ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული  საქმიანობის წარმატებული  შედეგები და  მისი იდეების  მდგრადობა საქართველოსა და ისრაელის უნივერსიტეტებისათვის.

ფოტო გალერეა