ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-05-05

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა

II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მენეჯმენტის ქვემიმართულების ინიციატივითა და ორგანიზებით და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით 2017 წლის 3-4 მაის ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზეთანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა". კონფერენციის პარტნიორები იყვნენ ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა), ეროვნული უნივერსიტეტის „ოსტროგის აკადემია“ მართვის გლობალურ სტრატეგიათა ინსტიტუტი (უკრაინა), მენეჯმენტის რეგიონული აკადემია (ყაზახეთი) და აზერბაიჯანის კოოპერაციის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი). მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების - აშშ-ს, ინდოეთის, ირანის, მექსიკის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მუშაობას უძღვებოდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, სსუ- წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე. მონაწილეებს მიესალმნენ: სსუ- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი ზურაბ პაპასკირი, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ევგენი ბარათაშვილი, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ოსტროგის მენეჯმენტის ნაციონალური აკადემიის გლობალური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორი,  პროფესორი ოლგა რუდენკო (უკრაინა). ოლგა რუდენკომ აღნიშნა პროფესორ ლარისა თაკალანძის საქმიანობა ორი უმაღლესი სასწავლებლის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებით და გადასცა მას ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) საპატიო დოქტორის წოდება. კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარსდგნენ ე.მ.დ., ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ბიზნესის კათედრის გამგე თეიმურაზ შენგელია, სსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, სსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, შპს „მაგთიკომი“ – DTH მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი თამარ ხუციშვილი. მომხსენებლებმა განიხილეს უახლესი მიღწევები ორგანიზაციის ბიზნესის, სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და ცვლილებათა მართვის მიმართულებით. პლენარული მოხსენებების შემდეგ წარიმართა სექციური მუშაობა. საინტერესო გამოდგა კონფერენციის შედეგების შემაჯამებლი სხდომა, რომელზედაც ქართველ, უკრაინელ და სხვა უცხოელ კოლეგეის მონაწილეობით დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ აღნიშნა, რომ კონფერენცია იძლევა კარგ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით და ამით საფუძველს ჩავუყრით მის ტრადიციად ჩამოყალიბებას“. კონფერენციის ფარგლებში 4 მაის კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს კახეთის  ღირშესანიშნაობები - სიღნაღი, წინანდალი, ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ და სხვ.

კონფერენციის ორგანიზაციული კომიტეტი მადლობას უცხადებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნინო თოფურიძე თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

ფოტო გალერეა