ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-05

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
შეხვედრა ლეო ანთაძესთან

შეხვედრა ლეო ანთაძესთან

2017 წლის 4 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერესიტეტმა უმასპინძლა საქართველოს სახალხო არტისტს, ბატონ - ლეო ანთაძეს და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის გენერალურ დირექტორს, ბატონ - ვლადიმერ ხელაშვილს.

წელს მცხოვან მსახიობს დაბადებიდან 85, სასცენო მოღვაწეობიდან კი 62 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია შემოქმედებითი შეხვედრების ჩატარება ბატონ ლეოსთან.

მსახიობი აუდიტორიის წინაშე ვაჟა-შაველას „ბახტრიონით" წარსდგა. პოემა საკმაოდ ემოციურად იყო გადმოცემული და სტუდენტები მალევე მოიხიბლნენ ბატონი ლეოს ტალანტით. შემდეგ მან რამდენიმე იუმორისტული სკეტჩი წაიკითხა და დამსწრეთა მხურვალე ტაში დაიმსახურა. დარბაზი ფეხზე წამოუდგა საქართველოს დამსახურებულ არტისტს, სტუდენტებმა მას იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. 

ფოტო გალერეა