ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-22

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
არტ-გენი 2017

არტ-გენი 2017

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე რამდენიმე წელია ეწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მისი მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ოსტატების ნამუშევრების  შეკრება და  ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

„არტ-გენის“ ფარგლებში ეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული  ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.

ფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კონცერტით.

21 ივლისის ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ულამაზეს კუთხეს, აფხაზეთს, სადაც წარმოდგენილი იყვნენ აფხაზეთის და სამეგრელოს ფოლკლორული ჯგუფები.

ფესტივალის ეს დღე სცენაზე გამუსულმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „სნომ“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მირონმა“ ოთხი ფოლკლორული ნომრით გაალამაზეს. კონცერტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე და ახლად არჩეული რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, აგრეთვე სსუ-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

ფოტო გალერეა