ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-06-13

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ინგლისურენოვანი პრეზენტაცია

ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ინგლისურენოვანი პრეზენტაცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, დარგობრივ ინგლისურში, სტუდენტთა პრეზენტაციის ჩატარება, რომლის ინიციატორიც ენების შესწავლის ცენტრის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნანა ვახანიაა.

2016 წლის 9 ივნისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქალბატონი ნანას ხელმძღვანელობით ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: "ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები".

სტუდენტებმა თემატურად განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა. პრეზენტაციის ბოლოს მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო თოფურიძემ, ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჯალაღონიამ და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ყველა ფაკულტეტზე ასეთი პრეზენტაციები ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისთვის როგორც ქართულ ენაზე, ისე დარგობრივ ინგლისურში.

ქალბატონმა ნანა ვახანიამ მადლობა გადაუხადა ყველა პედაგოგს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სტუდენტთა პრეზენტაციების მომზადებაში და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ფოტო გალერეა