ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-06-05

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ესპანელი პროფესორები  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ესპანელი პროფესორები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ბასკეთის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორები მარია ხუნკალ გუტიერეს მანგადო და ხავიერ მუნიოსი. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, გაცვლით პროგრამებს, სტუდენტთა და პროფესორთა მობილობას, ერთობლივ პროექტებს.

29-31 მაისს პროფესორმა მარია ხუნკალ გუტიერეს მანგადომ სსუ-ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „კვლევის მეთოდები“, პროფესორმა ხავიერ მუნიოსმა კი - „ბასკეთის ავანგარდული ხელოვნება და არქიტექტურა“, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ტრენინგების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ვიზიტის ფარგლებში ესპანელი პროფესორები შეხვდნენ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, წარადგინეს პრეზენტაცია ბასკეთზე, ისაუბრეს უნივერსიტეტის ისტორიაზე, დღევანდელობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, სსუ-თან თანამშრომლობაზე და სხვ.

ბასკეთის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორები, ქ-ნი მარია ხუნკალ გუტიერეს მანგადო და ბ-ნი ხავიერ მუნიოსი დაინტერესდნენ სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობით. შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, პროფ. მ. კაჭარავასთან, მიმართულების ხელმძღვანელებთან, პროფესორებთან. ესპანელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაზე, სსუ-ის მისიაზე, სტრუქტურაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე და ა.შ. სტუმრებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები ბასკეთის ისტორიასა და  ხელოვნებაზე.

ესპანელი პროფესორების ვიზიტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, კიდევ უფრო განავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს სოხუმის სახელმწიფო და ბასკეთის უნივერსიტეტებს შორის.

ფოტო გალერეა