ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-27

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის  DARE - ს იდეების  გავრცელება საქართველოში

ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის DARE - ს იდეების გავრცელება საქართველოში

2017 წლის 26 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის  პროგრამის  Erasmus + ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო  პრო­ე­ქ­ტის  DARE - ს  („უმაღლეს განათლების  ხელმისაწვდომობაზე პროგრამების  შე­მუ­შა­ვება ადა­მიანთა დაუცველი ჯგუფების და რეგიონებისათვის (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education  - DARE)  გავრცელების ხელშემწყობი  კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო  პროექტის წევრი ორგანიზაცია ევროპული წვდომის ქსელი (European Access Network) დიდი ბრიტანეთიდან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოდან.

კონფერენცია გახსნა DARE - ს პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ლია ახალძემ, რომელმაც  კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა: „ჩვენი შეხვედრის  მიზანია საზოგადოებას გააცნოს და ერთგვარი ანგარიში გააკეთოს  DARE- ს  პროექტის იდეების განხორციელებისა და დისიმინაციის გზაზე.  ერთი მხრივ შეაჯამოს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო და  ამავე დროს გაავრცელოს ეს ინფორმაცია; ერთმანეთს დავუკავშირდეთ  აკადემიური,  სამთავრობო და საზოგადოებრივი სექტორები, რათა  ვიმსჯელოთ და მომავალშიც გაგრძელდეს  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე   ექსპერტული განხილვა და ურთიერთთანამშრომლობა დიალოგის ფორმატში.  რაც მთავარია, გავავრცელოთ ინფორმაცია - DARE-ს იდეების  შესახებ  და ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის სფეროში საკითხების აქტუალიზაციის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ჩართულობის  გაზრდის თვალსაზრისით“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის,  ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობასა და სტუდენთა სოციალური მხარდაჭერის სიახლეებზე ისაუბრეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ვალერიან გობრონიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფ. ლარისა თაკალანძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო თოფურიძემ,  საქართველოში Erasmus + -ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა თათა ლორთქიფანიძემ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამების წარმომადგენელმა თამარ მოსიაშვილმა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერმა ნათია გორგაძემ.

პლენარულ სხდომაზე  მოხსენებით წარდგნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ევროპული  წვდომის ქსელის აღმასრულებული მდივანი, როეჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი  მი ფუნგ ლი,  სსუ განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ლია ახალაძე და ჰუმა­ნი­ტა­რულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფ. თამარ ჯოჯუა. ევროპული წვდომის  ქსელის წარმომადგენელი ტრისია ჯენკინსი.

კონფერენციის პირველი  ნაწილი მიეძღვნა DARE – ს მიღწევებს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნულ ნაწილში მოხსენებებით წარდგნენ  DARE - ს პროექტის უნივერსიტეტები საქარ­თვე­ლო­დან: ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქეთევან დარახველიძე და ნათია ცხოვ­რე­ბა­შვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახე­ლო­ბის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თამარ ასლანიშვილი და სოფიო არსენიშვილი,   ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტი­დან ბელლა მოსია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თამარ შინჯია­შვ­ი­ლი და ომარ არდაშელია

კონფერენციის მეორე  ნაწილი მიეძღვნა სიცოცხლის მანძილზე სწავლის, მრავალ­ფე­რო­ვ­ნებისა და ჩართულობის, ენობრივი კომპეტენციების განვითარების პრობლემებს ეროვნულ უმცირესობებთან და სტუდენტთა ჩართულობის საკითხს DARE - ს პროექტში. მოხსენებებით წარდგნენ ევროპული წვდომის ქსელის წარმომადგენელი ტრისია ჯენკინსი, სსუ-ს ასოცირებული პროფესორები რუსუდან ფიფია, ინგა მორგოშია და ბროლისა წულაია. სტუდენტები სამირა პირგასიმოვა, მარიამ ჩეგიანი და შახილა იუსუბოვა.

კონფერენციას გამოეხმაურნენ  საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,    ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელ­მ­წიფო უნივერსიტეტი,  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფი,  ორგანიზაცია World Vision Georgia, ასოციაცია „დეა“, ფონდ ღია საზოგადოება საქართველო.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია მთავრობის, უნივერსიტეტების, არასამ­თავ­რო­ბო­ების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის როლზე მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მხარდაჭერაზე.

კონფერენცია და დისკუსია შეაჯამა ტრისია ჯენკინსმა, თამარ შინჯიაშვილმა, ლია ახალაძემ და თამარ ჯოჯუამ.

2017 წლის 25 და 28 აპრილს ევროპული წვდომის ქსელის წარმომადგენლებმა მე ფუნგ ლიმ და ტრისია ჯენკინსმა სპეცაილური ტრენინგები ჩაატარეს სსუ-ს  ადმინისტრაციული და  აკადემიური პერსონალისათვის, ასევე სტუდენტებისათვის.

ფოტო გალერეა