ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-06-20

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ევროპული გამოცდილების გაზიარება და სსუ-ის ინტერნაციონალიზაცია

ევროპული გამოცდილების გაზიარება და სსუ-ის ინტერნაციონალიზაცია

2017 წლის 5-9 ივნისს ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი),Erasmus+ პროგრამის ფარგლებში,ჩატარდა ადმინისტრაციული პერსონალის რიგით მესამეტრენინგი ორმაგ დიპლომებზე, რომელშიც 24 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად საქართველოდან მონაწილეობდა მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საგარეო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა გვანცა ჯიჭოშვილმა წარადგინა Erasmus + International Credit Mobility - KA107-ის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ტრენინგის მსვლელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: ორმაგი და ერთობლივი დიპლომების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო და კულტურათაშორისი კომპეტენციის ზრდა, შეფასება და აღიარება, მიმდინარე Erasmus + International Credit Mobility - KA107 პროექტების შედეგები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობა შესთავაზეს გამოყენებით მეცნიერებათა ლომზას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (პოლონეთი), გამოყენებით მეცნიერებათა ემდენ-ლეერის უნივერსიტეტმა (გერმანია), დუნაუჯვარუს უნივერსიტეტმა (უნგრეთი), ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (ლიტვა) და კუიოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (არგენტინა).

2017 წლის 19 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან,  აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, რომელიც გახსნა საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ. შეხვედრის მსვლელობისას გვანცა ჯიჭოშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო როგორც ორმაგი დიპლომების პროგრამების განხორციელების გზები, შემუშავებული ევროპული უნივერსიტეტების მიერ, ასევე ევროკომოსიის საგრანტო პროგრამები (Erasmus + Capacity Building in the Field of Higher Education, Marie Sklodowska-Curie Actions, Jean Monnet, etc.).

ევროპული გამოცდილების გაცნობა, გაზიარება და დანერგვა ხელს შეუწყობს სსუ-ის ინტერნაციონალიზაციას.

ფოტო გალერეა