ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-24

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ლატვიელი პარტნიორების ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ლატვიელი პარტნიორების ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 წლის 22 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ISMA უნივერსიტეტის (ლატვია) რექტორი, ბ-ნი რომან დიაკონი, ვიცე-რექტორი საგარეო ურთიერთობათა სფეროში ოლგა ვერდენჰოვა და ლატვიის ხელოვნების კოლეჯის რექტორი, ქ-ნი სანდრა პლოტა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლატვიელ პარტნიორებს დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ამჯერად მათ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზეს ახალი ევროპული პროექტები, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ორმაგი დიპლომები.

სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფ. ნინო თოფურიძემ და საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ მადლობა გადაუხადეს ლატვიის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს პარტნიორობისათვის, ახალი შესაძლებლობებისათვის და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფოტო გალერეა