ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-03-24

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდული საქართველოში

მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდული საქართველოში

23 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა მშვიდობის კვლევების კურსების საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. მიმდინარე სემესტრში, ERASMUS + პროგრამა PESTUGE (მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდული საქართველოში)ფარგლებში მაგისტრატურის სტუდენტები გაივლიან ორ ახალ კურსს, ხოლო მომდევნო სემესტრში კურიკულუმს დაემატება კიდევ ორი ახალი კურსი. PESTUGE პროგრამას ხელმძღვანელობს დუბლინის უნივერსიტეტი (დუბლინი, ირლანდია). პროგრამაში მონაწილეობს: ტრინიტის კოლეჯი (დუბლინი, ირლანდია); ოლსტერის უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი INCORE (ლონდონდერი, გაერთიანებული სამეფო); ინსბრუკის უნივერსიტეტი (ინსბრუკი, ავსტრია). ასევე, საქართველოს უნივერსიტეტები: კავკასის უნივერსიტეტი; ივ.ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროგრამის პარტნიორებია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. (ინფორმაციისთვის იხ. http://pestuge.iliauni.edu.ge/) პროგრამის მიზანია მშვიდობის კვლევების განვითარება საქართველოში, რაც გულისხმობს კვლევითი ინსტიტუტისა და სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნებას, საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, არსებულ სამაგისტრო პროგრამებში ახალი კურსების დანერგვას და არსებული კურსების რევიზიას, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას, მონაწილე უნივერსიტეტების ტექნიკით აღჭურვას, სასწავლო მასალებით მომარაგებას, დარგისთვის აუცილებელი ბიბლიოთეკების შექმნას. პროგრამა PESTUGE ფარგლებში სოხუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ კვლევებში და მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამებში. 

ფოტო გალერეა