ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-06-01

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტთა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე

მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტთა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე

„მათემატიკა მეცნიერების დედოფალია, არითმეტიკა - მათემატიკის დედოფალი". ამ, მეტად საინტერესო თემას მიეძღვნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ჩატარებული პრეზენტაცია. სტუდენტებმა მრავალი საინტერესო თემა გააშუქეს მათემატიკის წარმოშობისა და განვითარების ისტორიიდან, მოიყვანეს ცნობილი მეცნიერების გამონათქვამები და ლათინური ფრაზები მათემატიკაზე. თითოეული პრეზენტატორის ნაშრომში ჩანდა არჩეული პროფესიისადმი სერიოზული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა. პრეზენტაცია მოამზადა და გახსნა უნივერსიტეტის ენების შესწავლის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნანა ვახანიამ, რომელმაც ისაუბრა ამ ტიპის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი სახის აქტიურობა სტუდენტებს დაეხმარება მათ სპეციალობაში ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლაში, პრეზენტაციის ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე გაცვლითი პროგრამების კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობაში. სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო თოფურიძე, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბატონი მალხაზ აშორდია და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ბატონი დავით ჯალაღონია, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს ასეთი ტიპის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს პრეზენტაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა ვახანიას და სტუდენტებს ასეთი აქტიურობისთვის.

ფოტო გალერეა