ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-05-26

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“

2016 წლის 25 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი კომუნიკაციები". მასში, როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი ფორმატით, მონაწილეობდნენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები. პლენარული სხდომა გახსნა რექტორმა, პროფ. ჯონი აფაქიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ბ-ნი ვალერიან გობრონიძე. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს დღევანდელ მსოფლიოში კულტურათა დაახლოებაზე, აღნიშნულ საქმეში კონფერენციისა და სამეცნიერო ჟურნალ „კულტურათაშორისი კომუნიკაციების" (რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა) მნიშვნელობაზე.

პლენარული სხდომის დასასრულ რექტორმა, პროფ. ჯონი აფაქიძემ პროფ. ინდირა ძაგანიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, დაბადებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატიო სიგელი გადასცა. აქვე წაიკითხეს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი მილოცვები.

პლენარული სხდომის შემდეგ მონაწილეები გადანაწილდნენ ოთხ სექციაში (ხელმღვანელები: პროფ. მ. აროშიძე და პროფ. ჟ. ვარძელაშვილი, პროფ. დ. ალანია, პროფ. ხ. ამაღლობელი, პროფ. ნ. კუცია).

26 მაისს საქართველოში ლატვიის საელჩოში ლატვიის სეიმის სპიკერი, ქ-ნი ინარა მურნიეცე საზეიმო ვითარებაში შეხვდა ლატვიის დიასპორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართულ-ლატვიური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქ-ნმა ინარა მურნიეცემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია საპატიო ჯილდოთი დააჯილდოვა.

                     

ფოტო გალერეა