ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-18

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება „უნივერსიადაში 2017“ ში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება „უნივერსიადაში 2017“ ში

სოხუმის სახელმიფო უნივერისტეტმა საქართველოს „უნივერსიადა 2017„ საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

 უნივერსიადა  რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება მაშტაბულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი.

უნივერსიადა საუნივერსიტეტო სივრცეში ყველაზე დიდი და პრესტიჟული სპორტული შეჯიბრია, სადაც სპორტის თითქმის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. უნივერსიადა წელსაც ტრადიციულად მაშტაბური იყო, დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და ჩემპიონები ინდივიდუალურ სახეობებში. უნივერსიადაში მედლის  მოპოვება წელს  19 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა შეძლო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და მეორე ადგილი მოიპოვეს საერთო გუნდურ ჩათვლაში 15 მედლით     ( 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო). უნივერსიადაზე ეს მაჩვენებელი ჩვენი უნივერსიტეტის ინტორიაში  საუკეთესო შედეგია.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და უნივერსიტეტს ამ დიდ წარმატებას!

ფოტო გალერეა