ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-28

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სსუ-ში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭა

სსუ-ში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭა

28 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას ისრაელის გორდონის უმაღლესი აკადემიური კოლეჯის  პროფესორის, ევრო­კა­ვ­ში­რის პრო­გ­რამის Tempus 5th Call -ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - DOIT-ის კო­ო­­რ­დი­ნა­ტო­რის, ანთროპოლოგიისა და მულტიკულტურალიზმის ცნობილი მკვლევ­რის, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის სა­პა­ტიო დოქტორის, პროფესორ რონდა სო­ფე­რის სახელი მიენიჭა.
ცენტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც თვით ქალბატონი რონდა სოფერი და DOIT-ის ქართველი პარტნიორი უნივერსიტეტები, სსუ-ს ად­მი­ნისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა,   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ახალაძე უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას და ქალბატონ რონდა სოფერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ზურაბ ხონელიძის გულთბილი მისალმება გადასცა, რომელიც ბათუმში გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომის გამო ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას.  ლია ახალაძემ ვრცლად ისაუბრა ისრაე­ლი­დან ჩამოსული სტუმრის მოღვაწეობის შესახებ, პროექტ DOIT-ის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, რონდა სოფერის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალბატონი რონდა ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარია, რაც არაერთხელ გამოხატა საქმითა და სიტყვით. მისი ინიციატივით სსუ-ის რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე (მასწავლებლის განათლება (დაწყებითი საფეხური), ინკლუზიური განათლება, ისტორია,  საერთაშორისო ურთიერთობები, განათლების მეცნიერებების ისტორიის სწავლების მეთოდიკის მოდული) განხორციელდა ახალი სასწავლო კურსების პი­ლო­ტი­რება, შეიქმნა და დაიბეჭდა შესაბამისი სახელმძღვანელოები, ტექნიკურად აღი­ჭუ­რ­ვა  არამარტო მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის  კვლევების ცენ­ტ­რი, არამედ რამდენიმე აუდიტორია განათლების ფაკულტეტზე.  მისი თაოსნობით წამოწყებულმა პროექტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეგობრები შესძინა არამარტო ქართული უნივერსიტეტების, არამედ ისრაელის და ევროპის უნი­ვე­რ­სი­ტე­ტების სახით.

ქალბატონ რონდას გულთბილად მიესალმნენ სსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: სსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნინო თოფურიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა პეტრიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინა გელაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ასოც. პროფესორი სოფიო არსენიშვილი, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე პროფესორი ნინო სოზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების მართვის მენეჯერი მანანა სალუქვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშოორსო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთევან დარახველიძე, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ვახტანგაშვილი, სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და სხვები.

გულთბილი მისალმებების შემდეგ რონდა სოფერმა წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელშიც ისაუბრა პროექტ DOIT-ის განხორციელებული და განსახორციელებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ, DOIT-ის მართვისა და მდგრადობის პერსპექტივებზე, იმ უდიდეს სამეცნიერო პოტენციალზე, რომელსაც პროექტმა ერ­თად მოუყარა თავი  და რომელსაც ამ პროექტში მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა და მეგობრობა წარმოაჩენს. საჯარო ლექციის ძირითადი იდეა ეყრდნობოდა მომ­ხს­ე­ნე­ბ­ლის პირად გამოცდილებას - წინააღმდეგობათა გადალახვისას აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის აუცილებლობას. 


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიისათვის პროფესორ რონდა სოფერის სახელის მინიჭება ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის   DOIT-ის მდგ­რა­დო­ბისა და კულტურის კვლევების განვითარების სამომავლო პერსპექტივებს ემსახურება.

ფოტო გალერეა