ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-05-25

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებული აშშ-ს უნივერსიტეტში

სსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებული აშშ-ს უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 24 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, ამერიკის შეერთებული შტატების ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტ, ზვიად აძინბაიასთან თემაზე: “ამერიკული განათლება“.

შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის ფორმატში. საუბარი იყო თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას განათლების სფეროში, რას იძლევა ამერიკული სკოლის განათლება, როგორ განახორციელო შენი შესაძლებლობები საბაზისო ეკონომიკის პირობებში. დებატები გაიმართა აგრეთვე აშშ-ს და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუ როგორია აშშ-ს საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

შეხვედრის ბოლოს ზვიად აძინბაიას გადაეცა ფაკულტეტის საპატიო სიგელი წარმატებული სწავლისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ფოტო გალერეა