ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-12-06

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სტუდენტთა ლიტერატურული საღამო

სტუდენტთა ლიტერატურული საღამო

2016 წლის 5 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსის სამკითხველო დარბაზში, ცნობილი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე, ბატონი როსტომ ჩხეიძე შეხვდა ახალგაზრდა, დამწყებ მწერლებს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრები.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა: მარიამ მეხრიშვილმა, მარიამ კვაჭაძემ, თამუნა შენგელიამ, თიკო კოტრიკაძემ და რიტა მაჭარაშვილმა. მსმენელის წინაშე  თავისი შემოქმედებით აგრეთვე წარსდგა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარიამ ბურჭულაძე, რომელიც საღამოზე მოწვეული სტუმრის რანგში იმყოფებოდა.

სტუდენტების შემოქმედება განიხილეს მათივე თანატოლებმა, ქართული ფილოლოგიის სტუდენტებმა: სალომე ზაქარეიშვილმა, მარიამ მეხრიშვილმა და ხატია ჯიქიამ.

უნივერსიტეტის პროფესორებმა სიყვარულით ისაუბრეს თავის სტუდენტებზე, განიხილეს მათი ლექსები და აღნიშნეს, რომ ლიტერატურულმა  საღამომ სხვა კუთხით წარმოაჩინა ახალგაზრდები.

ბატონმა როსტომ ჩხეიძემ კმაყოფილება გამოთქვა  ლამაზი საღამოს გამო. მან ისაუბრა განათლების მნიშვნელოვან როლზე და სტუდენტებს ასეთი სასიამოვნო ღონისძიებების  ხშირად გამართვა უსურვა.

ფოტო გალერეა