ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-03-17

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სტუდენტების ლიდერობის საერთაშორისო კონფერენცია - ვიდეოკონფერენცია გაეროსთან

სტუდენტების ლიდერობის საერთაშორისო კონფერენცია - ვიდეოკონფერენცია გაეროსთან

2017 წლის 20 თებერვალს გაეროს (ნიუ-იორკი, აშშ) ეგიდით ჩატარდა სტუდენტთა ლიდერობის ვიდეოკონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო საგარეო უერთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის მიერ (უფროსი პროფ. ინდირა ძაგანია). ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა სკოლის და უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ომეგას სკოლა (ინდოეთი), მაკატის უნივერსიტეტი (ფილიპინები), წმ. ჯოზეფის უმაღლესი სკოლა (აშშ), რიადის სკოლა (საუდის არაბეთი), კუვუნას ახალგაზრდული ლიდერობის ინსტიტუტი (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), დარ ალ ჰანანის სკოლა (საუდის არაბეთი), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და გაეროს სათაო ოფისი (აშშ)). ვიდეკონფერენცია გახსნა გაეროს წარმომადგენელმა, მარიამ ალიმ. ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ოჯახური ძალადობა, თვითგამოსახვა. ახალგაზრდებმა განიხილეს ზემოხსენებული საკითხების აღმოფხვრის, გაუზიარეს ერთმანეთს მათი აღმოფხვრის გეგმები. 

ფოტო გალერეა