ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-06-17

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით 2016 წლის 17 ივნისს ჩატარდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებმა.

ვაჟა-ფშაველას გარეშე ქართული პოეზიის არსებობა წარმოუდგენელია, - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მირესაშვილმა. მისივე განცხადებით მოხსენებები საკმაოდ მრავალფეროვანია.

- ვაჟა არის მსოფლიო პოეტი, დღევანდელი ღონისძიება სწორედ მას ეძღვნება, - ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ლომთათიძემ, - ვაჟას პოეზიაზე უამრავი პოეტი აღიზარდა. ქართველთა ცნობიერება და მათი ლტოლვა დამოუკიდებლობისკენ სწორედ ვაჟას ლექსებითა და პოემებით იქნა განპირობებული. ამ გენიოსმა შემატა თავისი განსაკუთრებული პეწი და ვაჟკაცური სული ქართულ პოეზიას. მე-20 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ უამრავი ადამიანისთვის სათაყვანებელი სიტყვა უმშვენიერეს ლექსებად წარმოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელსაც მე წარმოვადგენ, - დასძინა ზ. ლომთათიძემ.

- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კონფერენციით საყოველთაო ზეიმს უერთდება, - განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა ნინო თუფურიძემ, - ხვალ, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია პროფესორ-მასწავლებლების გასვლა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სოფელ ჩარგალში. გვეამაყება, რომ დიდი ვაჟას მემკვიდრეები ვართ.

ფოტო გალერეა