ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-06-07

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ვიდეოკონფერენცია სლავისტების მონაწილეობით

ვიდეოკონფერენცია სლავისტების მონაწილეობით

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იასის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობით დაიწყო  (კოორდინატორი - საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია) წარმატებით გრძელდება.

იასის უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის ინიციატივით (ხელმძღვანელი - პროფ. ლიუდმილა ბეჟენარუ), 2017 წლის 6 ივნისს ჩატარდა ვიდეოკონფერენცია, მიძღვნილი პუშკინის წლისადმი - „მსოფლიო პუშკინი“. მასში მონაწილეობდნენ იასის უნივერსიტეტის (რუმინეთი), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაქოს უნივერსიტეტების (აზერბაიჯანი), ევრაზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ყაზახეთი), გომელის და გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტების (ბელარუსი) სლავური მიმართულებების  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მონაწილეებმა ა. პუშკინის ლექსები თუ ნაწყვეტები პროზაული ნაწარმოებებიდან  წაიკითხეს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, თურქულ, რუსულ ენებზე.

პუშკინის მნიშვნელობაზე, მის შემოქმედებაში საქართველოს თემაზე ისაუბრეს სსუ-ის სლავისტიკის მიმართულების პროფესორებმა დიანა ალანიამ, ოლგა პეტრიაშვილმა, ლილიანა ჯანაშიამ. აღსანიშნავია, რომ იასის უნივერსიტეტში პუშკინის თემაზე მიმდინარე წლის 20 მაისს გამართულ ესეების კონკურსში მონაწილეობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი მარიამ  გვილია თემით - „თბილისში პუშკინის ძეგლის შექმნის ისტორია“ (ხელმძღვანელი - ო. პეტრიაშვილი), რომელიც დიპლომით დაჯილდოვდა.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური ხასიათის ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.

ფოტო გალერეა