ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-17

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
„ჟამთააღმწერლის“ მესამე  ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

„ჟამთააღმწერლის“ მესამე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

სამეცნიერო კონფერენციები ყოველთვის იზიდავდა კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს, მით უფრო მაგისტრატურისა  და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიული განვითარების გზაზე, სწავლასთან ერთად კვლევისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები უნდა ჩამოუყალიბდეთ. მეცნიერული  კვლევის, ნაშრომის დაწერისა და მისი პრე­ზენ­ტა­ციის უნარები  დოქტო­რან­ტურის, მაგისტრანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა  სა­კვა­ლი­ფიკაციო ნაშრომის დაწერამდე უნდა  შეითვისონ.  სამეცნიერო საზოგადოებისა და პრო­ფე­სი­ული აუდი­ტო­რიის წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  პრე­ზენტაციის დროს სა­კუ­თარი კვლევის სანდოობის დაცვა, რასაც სტუდენტურ ასაკში ეყრება საფუძველი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე წელია  დოქტორანტთა, მაგისტრანტთა და სტუ­დე­ნტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ჟამთააღმწერელი“ იმართება. მიმდინარე წელს კონფერენცია 12 – 16 ივნისს  განათლების ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარებული  ერო­ვ­ნული  სამეცნიერო კონფერენციების კვირეულში გაიმართა. სტუდენტთა ფორუმი აკადემიური პერსონალისა და მას­წავ­ლე­ბე­ლ­თა  ეროვნულ სამეც­ნი­ე­რო კონფერენციასთან ერთად 2017 წლის 12 ივნისს უნივერსიტეტის სა­აქტო და­რბაზში გაიხსნა, თუმცა სექციური მუშაობა  14 და 15 ივნისს  გაგრძელდა.  ორი დღის მანძილზე დოქტორანტურის, მაგისტრატურისა  და ბაკა­ლავ­რი­ატის სტუდენტები სამ სხვადასხვა სექციაში მუშაობდნენ. ისტორიის სექცია, ეროვნული უმ­ცი­რე­სობები საქართველოში: განათლების, კულტურისა და ტრადიციების სექცია, თანამედროვე განათლების პარადიგმების სექცია. სექციებს ხელმძღვანელობდნენ და სტუდენტთა ფორუმის მუშაობაში მო­ნა­წი­ლეობდნენ პროფესორები: ზურაბ პაპასქირი, გიორგი ანთელავა, ლია ახა­ლა­ძე,  კახა კვა­შილავა, ომარ არდაშელია, ჯამბულ ანჩაბაძე, ჯემალ ჯინჯიხაძე, იზოლდა ბუხულეიშვილი, თამარ ჯავა­ხიშ­ვი­ლი, რუსუდან ფიფია, ლევან ჯინჯიხაძე, თამარ შინჯიაშვილი, ბროლისა წულაია, გულნაზ ხუხუა, ლალი ახალაძე, მაია გელანტია  და სხვები. სოხუმის სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კო­ნ­ფე­რე­ნ­ციის მუშაობაში მონაწილეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტისა და  საქართველოს სა­პატ­რი­არქოს წმ. ანდრია პირველ­წო­დე­ბუ­ლის ქართული უნი­ვე­რ­­სიტეტის სტუდენტები.

სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯი­ლ­დო­ვება 2017 წლის 16 ივნისს  საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ევროკავშირის პროექტის  - DARE - Developing programs for Access of disadvantaged groups ofpeople and Regions to higher Education -  ფარგლებში დამუშავებული  თემის წარმატებული პრეზენტაციისათვის დაჯი­ლ­დო­ვ­დნენ: მარიამ  კვარაცხელია, ომარ ძაძამია, სამირა პირგასიმოვა,  სალომე მწარიაშვილი, ნა­თია დარსალია, ლამან  ადიგოზალოვა, ირინა რამაზანოვა, ია ზურაბაშვილი, ნინო ელბაქიძე,  ლამზირა ჭურჭელაური, დოდო მანჯგალაძე, თამარ ღვინჯილია, ხატია შანიძე, ქეთევან ქუ­შა­შ­ვი­ლი.

ისტორიისა და კულტურის  კვლევების მიმართულებით საინტერესო თემების წარდგენისთვის სრტიფიკატები გადაეცათ დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგ სტუდენტებს: მამუკა ნაცვალაძეს,  რუსუდან  თოდუას, გიორგი ჩუბინიძეს,  გიორგი ბუბაშვილს,   ომარ ძაძამიას, ნანა ბატიაშვილს, გიორგი კაციას,  ხატია ჯალაღონიას, გიორგი წიკლაურს, გოჩა ემრაშვილს; განათლების მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციებისთვის დაჯილდოვდნენ:  მარო ადამია, ნათია  ბოკუჩავა, მარიამ მათიაშვილი, ეკა წკრიალაშვილი, ელე­ნე მაჩალაძე, ხა­ტია ხულელიძე, ცირა შავაძე, ხა­ტია გოცაძე, ლონდა ჭკუასელი, თიკო პაპასკირი, ანა ქის­ტაუ­რი, თამარ ზარანდია,   მარია ყავ­რე­ლი­შვილი,  მარიამ ბრეგვაძე,  ელეო­ნო­რა წულაია,  სა­ლო­მე  მამალაძე, რიტა გამგებელი,  ირინა მაჩიტიძე,  ნათია იოსავა, სალომე მირცხულავა. დაჯილდოვებულ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ ევროკომისიის საერთაშორისო პროექტის  DOIT -ის ფარგლებში გამოქვეყნებული  წიგნები, ასევე სხვა საჩუქრები.

იმავე დღეს დღეს დიპლომებით დაჯი­ლ­დო­ვ­დნენ განათლების ფაკულტეტის გოგონათა ვო­კა-ლური ანსამბლის წევრები, მასწავლებლის განათლებისა და ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგრამის, ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი დამატებითი (minor) პროგრამის სტუდენტები: ნათია ბოკუჩავა, ელენე მაჩალაძე, სოფო კუჭაშვილი, ნათია ჭიჭიკოშვილი, ხატია გოცაძე, მარიამ გორგაძე, ლონდა ჭკუასელი,  ანი თათულაშვილი,  მარიამ არაბიძე, დარეჯან ირემაშვილი, ნინო წიკლაური  და ნინო ჯიმშიტაშვილი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ:

ფოტო გალერეა