ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-07-08

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
IANUS და IANUS II-ის დასკვნითი შეხვედრა რუმინეთში

IANUS და IANUS II-ის დასკვნითი შეხვედრა რუმინეთში

2016 წლის 30 ივნისს - 2 ივლისს რუმინეთის ქალაქ იასში, კონსორციუმის წევრების მონაწილეობით, ჩატარდა IANUS და IANUS II-ის დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა. აღნიშნული პროექტების კოორდინატორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ წარადგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც შეფასდა წარმატებულად. პროექტის ფარგლებში, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა დოქტორანტმა და ორმა თანამშრომელმა.

ღონისძიებაზე, რომელიც მაღალ დონეზე იქნა ორგანიზებული, განიხილეს ასევე ახალ პროექტებში მონაწილეობის საკითხი.

იასში პროფ. ი. ძაგანია და გ. ჯიჩოშვილი შეხვდნენ საქართველოს მეგობარს, ახალგაზრდა, ცნობილ რუმინელ მოქანდაკეს ვლადლენ ბაბჩინეცკის, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებინა თავისი სახელოსნო და ქალაქის ცენტრში დადგმული ნამუშევრები.

ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ბუქარესტში ენახა რუმინეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ანთიმოზ ივერიელის ხელმძღვანელობით აგებული „ყოველთა წმიდათა" მონასტერი, რომელიც მის სახელს ატარებს.

ფოტო გალერეა