ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-09-07

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
შეხვედრა ქ-ნ თამარ სანიკიძესთან

შეხვედრა ქ-ნ თამარ სანიკიძესთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გაცნობის მიზნით,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს და ავტორიზაციის ექსპერტს, Erasmus + - ის ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლიკა ღლონტს შეხვდასამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  ცენტრის წარმომადგენლები  ავტორიზაციის სამმართველოდან -  ხელმძღვანელი ქეთევან ცოტნიაშვილი და  ლაშა მარგიშვილი.

შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის, ავტორიზაციის მნიშვნელობასა და განათლების იმ სტრატეგიებზე ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეიმუშაოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გათვალისწინებით

თამარ სანიკიძის პრეზენტაცია იმ სიახლეებს გულისხმობდა, რომელიც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებში უკანასკნელ ხანს დაინერგა და რომელთა საფუძველზეც უნივერსიტეტებმა, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  წელიწად-ნახევარში ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

თამარ სანიკიძისა და ზურაბ ხონელიძის  ინიციატივით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უნივერსიტეტის აკრედიტაციაზე. ასევე დაიგეგმა შეფასების ჯგუფისა და ექსპერტთა ჯგუფების შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი  სახის საინფორმაციო შეხვედრა  პირველად შედგა და  ამან დიდი ინტერესი გამოიწვია.

 ავტორიზაციის სამმართველოს  უფროსმა ქეთევან ცოტნიაშვილმა  და  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლაშა მარგიშვილმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დაწვრილებით გააცნეს ავტორიზაციის სტანდარტები, ისაუბრეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს შორის განსხვავებასა და იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა განახორციელონ წარმატებული ავტორიზაციის მიზნითხაზგასმით აღინიშნა, უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის  შესაბამისობის აუცილებლობაზე, პროგრამების დახვეწის, ხარისხის კონტროლის, ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვის მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე.

გაიმართა დიალოგი აუდიტორიასთან, აკადემიური პერსონალის მხრიდან დაისვა   წლების განმავლობაში დაგროვილი კითხვები, რაზეც   უნივერსიტეტის  პერსონალმა  ამომწურავი  პასუხები  მიიღო.

ფოტო გალერეა