ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-11-21

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
შეხვედრა ქართველ ენათმეცნიერ თამარ ბეროზაშვილთან

შეხვედრა ქართველ ენათმეცნიერ თამარ ბეროზაშვილთან

2016 წლის 21 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, ახალი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მცხოვან ენათმეცნიერთან, თამარ ბეროზაშვილთან. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ღონისძიება გახსნა და სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია.
შეხვედრის თემა იყო - „არნოლდ ჩიქობავა და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი".

ქალბატონი თამარი ამჟამად 92 წლისაა და ერთადერთი მემატიანეა იმ კოლექტივიდან დარჩენილი, რომლებიც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობდნენ და საქვეყნო საქმეს ემსახურებოდნენ.

თითქმის 2 საათის განმავლობაში ქალბატონი თამარი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, როცა ის და მრავალი სახელოვანი მეცნიერი დიდი ქართველი პატრიოტისა და ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე მუშაობდა. მისი შემართება, ამ ასაკისთვის იშვიათი ენერგიულობა, დახვეწილი მეტყველება და იუმორის გრძნობა უდაოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს.

მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარს, რომ გვესტუმრა და ბატონი არნოლდ ჩიქობავას პიროვნებისა და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შესახებ ასე საინტერესოდ გვესაუბრა.

ფოტო გალერეა