ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-03-24

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
შონ ლ. ჰემილტონის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ახალი პერსპექტივები სტუდენტებისთვის

შონ ლ. ჰემილტონის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ახალი პერსპექტივები სტუდენტებისთვის

2017 წლის 24 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკული კომპანიის „Agile Precis Ventures" (APV) დამფუძნებელი, ბ-ნი შონ ლ. ჰემილტონი და ტექნოლოგიების უფროსი ოფიცერი, ბ-ნი მიშელ ჰაიკი.

„Agile Precis Ventures" (APV) ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ეკოსისტემის შექმნა, რომელიც გაზრდის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების წარმატებას და მათი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს; ახალგაზრდა, დამწყებ მეწარმეებს მისცემს საშუალებას გაიზიარონ ცნობილი მეწარმეებისა და ბიზნესმენების გამოცდილება და გაიარონ სტაჟირება ამერიკულ კომპანიებში.

საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ და ბ-მა შონ ჰემილტონმა ისაუბრეს თანამშრომლობის გზებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მხარდაჭერის საკითხებზე. შეხვედრის მსვლელობისას განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: არსებული კურიკულუმების დახვეწა/მოდერნიზირება/ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნებისადმი მათი მორგება; ახალგაზრდა მეწარმეების (განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების) მხარდაჭერა და მათი ბიზნეს იდეების განხორციელებისათვის ხელშეწყობა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების სტაჟირება აღნიშნული კომპანიის საქართველოს ფილიალსა და სხვადასხვა ამერიკულ ფირმაში.
შეხვედრის დასასრულ დაისახა სამომავლო გეგმები.

ფოტო გალერეა