ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-27

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
მაიკლ ქაუგილის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მაიკლ ქაუგილის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

27 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, „გაუ“-ს რექტორი,  მაიკლ ქაუგილი ეწვია, რომელიც ამასთანავე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია. ეს, ბატონი მაიკლის პირველი ვიზიტია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის რექტორთან, ბატონ ზურაბ ხონელიძესთან,  დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. გულთბილი შეხვედრის შემდეგ ორმა რექტორმა სოხუმის უნივერსიტეტის განვითარების გზებზე ისაუბრა.

ბატონმა მაიკლ ქაუგილმა გამოთქვა სურვილი, რომ გაეცნოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებას და უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში სათანადო წვლილი შეიტანოს. ამასთანავე აღნიშნა: - „ბატონ ზურაბს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის არაჩვეულებრივი მეგობარია. მისი წარსულიდან და ხასიათიდან გამომდინარე ვიცი რისი გაკეთებაც შეუძლია. განსაკუთრებული ადამიანია, გააზრებული აქვს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ ბატონი ზურაბი ღირსეულად გაართმევს თავს მის წინაშე დასახულ ამოცანებს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა  და მზად ვარ მხარში ამოვუდგე ბატონ ზურაბს და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.“  

-„ არიან ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან იმისათვის, რომ მხარში ამოუდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბატონი მაიკლი ერთ-ერთი მათგანია. ის სიღრმისეულად იცნობს საქართველოს, აფხაზეთის პრობლემას და ხედავს ჩვენი უნივერსიტეტის როლს ამ პრობლემების მოგვარების საკითხში, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავმკვიდრდეთ როგორც აკადემიური  დაწესებულება, მოვახდინოთ ინტეგრირება ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და ვიქცეთ სამეცნიერო-კვლევით-ანალიტიკურ საუნივერსიტეტო ცენტრად - „ჰაბად“ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ამისი რწმენა და ცოდნა - თუ როგორ გავაკეთოთ ეს საქმე.“- ბრძანა ბატონმა ზურაბმა.

 უახლოეს მომავალში ქართულ-ამერიკულ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.

ფოტო გალერეა