ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-06

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ოჰაიოს უნივერსიტეტის, პროფესორ გრეგორ ჯუსდენსის საჯარო ლექცია

ოჰაიოს უნივერსიტეტის, პროფესორ გრეგორ ჯუსდენსის საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 5 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ პოლიტიკოსთა სადისკუსიო კლუბში, ამავე კლუბისა და მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის ორგანიზებით აშშ-ს ოჰაიოს უნივერსიტეტის, პროფესორ გრეგორ ჯუსდენსის საჯარო ლექცია ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ელგუჯა ქავთარაძემ. სიტყვით გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის ექსპერტი, მკვლევარი ლევან გერაძე. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია . იყო აქტიური ჩართულობა სტუდენტთა მხრიდან, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მიზანდასახულობა.

ფოტო გალერეა