ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-09

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულიკონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულიკონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით

2017 წლის 3-8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, პროფესორ ლარისა თაკალანძის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასოც. პროფესორ ნინო თოფურიძის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასოც. პროფესორ მარინე ხუბუა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმაია აღაიას შემადგენლობით მონაწილეობა მიიღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით (კოორდინატორი - პროფესორი ლარისა თაკალანძე) ორგანიზებულ III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაშიევროკავშირი და უკრაინა: თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი", რომელიც ჩატარდაქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთი), . ვენასა (ავსტრია) და ბუდაპეშტში (უნგრეთი). აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ევროპის (ავსტრიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, უკრაინის, ნორვეგიის, ბულგარეთის და სხვ.) უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ უკრაინის, სლოვაკეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ბულგარეთის აკადემიური სამეცნიერო წრისა და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

5აპრილს, კონფერენციის გახსნისას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. 6 და 7აპრილს კონფერენციის სექციური მუშაობა გაგრძელდა ქ. ვენასა (ავსტრია) და ბუდაპეშტში (უნგრეთი). ღონისძიების მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები, ზემოთაღნიშნულ კონფერენციაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორის სახით მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ევროპული გამოცდილების გაცნობის თვალსაზრისით, ასევე, ცხადია, სხვადასხვა ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან დაახლოების კუთხითაც. კონფერენციის მონაწილეებს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფორმები. აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკანასკნელ პერიოდში არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის პარტნიორად გვევლინება (. ვლოცლავეკი (პოლონეთი)-2015; პოლტავა (უკრაინა)-2015; . იერუსალიმი (ისრაელი)-2016 და მრავალი სხვ.) და აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც განხორციელდება.

ფოტო გალერეა