ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-10-01

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სასწავლო სემინარები ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში

სასწავლო სემინარები ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში

უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევროკავშირის წევრი  ქვეყნების წარმატებული გამოც­დილების გაზიარება  და გათვალისწინება ჩვენი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრულყოფის პროცესში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ბოლო წლებში აქტიურად  თანამშრომლობს ევროპის ერთ-ერთ წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყანასთან ესტონეთთან, სადაც რეფორმები განათლებაში ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. აღნიშნულ პროცესს ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაარსებული ფონდი INNOVE  ახორციელებს. INNOVE 2003 წელს დაარსდა 1995-2003 წლებში არსებული ფონდის - „ესტონეთის პროფესიული განათლებისა და სწავლების რეფორმა“ სა­ფუ­ძ­ვე­ლზე. 2012 წლიდან INNOVE-ს შეუერთდა „ესტონეთის გამოცდების ეროვნული და საკვალიფიკაციო ცენტრი“ (NEQC). თანამედროვე ეტაპზე ესტონეთის განათლების სისტემაში ფონდი  INNOVE კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო სისტემის კონულტაციებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებშიც ახორციელებს მნიშვნელოვან კონსულტაციებს. კონსულტაციების პირველ ეტაპზე ესტონელი ექსპერტები გაეცნენ ქართულ უნივერსიტეტებში განათლების ფაკულტეტებს, მათ პროგრამებსა და სილაბუსებს, რომლის საფუძველზე ესტონელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები. მეორე ეტაპზე, UNICEF -ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 23-30 სექტემბერს,  ქართული უნი­ვე­რ­სი­ტე­ტების წარმომადგენლები მიიწვიეს ესტონეთში სასწავლო ვიზიტით. ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ვალერიან გობრონიძე და UNICEF -ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე. სას­წავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. აღნიშნულ უნივერსიტეტებში სახელმწიფო ახორციელებს მასწავლებლის განათლების რე­გუ­­ლირებად საგა­ნ­მა­ნა­თ­ლე­ბ­ლო პროგრამებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სასწავლო სემინარში მონაწილეობდნენ განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ლია ახალაძე და ამავე ფაკულტეტის ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი.

ფონდი INNOVE-ს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში გაეცნენ ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემას, ფონდის საქმიანობას, ესტონეთში ახალი სასწავლო კონცეფციის განხორციელების პროცესს, პრაქტიკის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციისა და მართვის პროცესს, თანამედროვე მასწავლებლის მომზადების პრინციპებს, შიდა და გარე მომსახურების ორგანიზაციას, მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას ესტონეთის უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას,   ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტების გამოც­დი­ლ­ე­ბას მას­წავ­ლებლის განათლების პროგრამების განხორციელების საკითხებში.

ესტონეთში სასწავლო ვიზიტის მასპინძელი იყო UNICEF - და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომლებმაც დასასრულს,  სემინარების ყველა მონაწილეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს სერტიფიკატები.

ფოტო გალერეა