ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-04-15

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
სემინარი  ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის,  დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სწავლების საკითხებზე

სემინარი ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სწავლების საკითხებზე

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მზადების პროცესში მნიშვნელოვანია იმ სიახლეების დანერგვა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  ევროპის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე ნერგავს. ამ მიზნით  2017 წლის 13 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერმა, საერთაშორისო ექსპერტმა ნათია ნაცვლიშვილმა დემოკრატიული კომპეტენციების სწავლების შესახებ სემინარი ჩაატარა. სემინარს ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ქალბატონი მაია ნაკაშიძე.

დემოკრატიული კულტურის სწავლების მოდელი მოიცავს და ეფუძნება კულტურის სამ განზომილებას - მატერიალურ, სულიერ და სუბიექტურ კომპონენტებს, ასევე დემოკრატიული კულტურისა და ინტერკულტურული ურ­თი­ე­რ­თობების დღემდე არსებულ საერთაშორისოდ აღიარებულ სქემებს. კომპეტენციები დაყოფილია 4 ძირითად ჯგუფად: ღირებულებები, დამო­კი­დე­ბუ­ლებები, უნარები, ცოდნა და კრიტიკული გააზრება, რომელთაგან უმთავრესია ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა, მოქალაქეობრივი აზროვნება, კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და ა. შ.  ევროსაბჭოს მიერ აღნიშნული კომპეტე­ნ­ცი­ე­ბის პილოტირებას ახორციელებს რამდენიმე ქვეყანა: ჩეხეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, პორტუგალია, საქართველო, სომხეთი, ანდორა, ბელარუსი. პილოტირებისათვის აუცილებელი მექანიზმებისა და ინსტრუმეტების შემუშავების ჯგუფს ხელმ­ძ­ღვა­ნე­ლობს  საქართველო.

განათლების ფაკულტეტი აკრედიტაციის მზადების პროცესში გეგმავს აღნიშნული კომპეტენციების სწავლების დანერგვას მასწავლებლის მო­მ­ზა­დე­ბის პროგრამებში. საინტერესოა, რომ პირველი მცდელობა ამ კუთხით უკვე გან­ხო­რ­ცი­ელდა ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგრამაზე „ეროვნული სას­წა­ვ­ლო გეგმის“ სასწავლო კურსის ფარგლებში (ლექტორი, მ/დოქტ. მაია ფირჩხაძე).

სემინარს ესწრებოდნენ განათლების ფაკულტეტის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური  მსჯელობისა და დისკუსიის ფონზე. დასასრულს განათლების ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ სტუმრებს გულითადი მადლობა გადაუხადა და დემოკრატიული კულტურის სწავლების საკითხებზე განათლების ფაკულტეტის აქტიური ჩართვისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფოტო გალერეა