ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-03-24

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ხელშეკრულება იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ

ხელშეკრულება იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ

„სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრის“- (- იურიდიული კლინიკა -„ჩემიადვოკატი“) დირექტორმა მარინა ბერაძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ 22 მარტს   ხელი მოეწერეს ხელშეკრულებას იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ. დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო (საბაკალავრო) პროგრამის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ. შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება კლინიკური ცენტრის მართვის ქვეშ არსებულ, სამართლებრივი დახმარების ოფისებში (რაიონულ გამგეობებში) მიიღონ პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა და სწორად შეაფასონ საკუთარი უნარები. იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ უზრუნველყოფს სტუდენტებს გაცნობითი და საკონტაქტო შეხვედრებით, ზედამხედველი ადვოკატის უშუალო ხელმძღვანელობით ჩართავს სტუდენტს რეალური შემთხვევის განხილვა/ანალიზის პროცესში, წარგზავნის სტუდენტს ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოში წარმომადგენლად/დამკვირვებლად, უზრუნველყოს ზედამხედველი ადვოკატების მიერ სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსულტაციებში სტუდენტების  მონაწილეობის მიღებას, ადვოკატის დავალებით და ზედამხედველობით უზრუნველყოს  სტუდენტების  მიერ იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სწავლებას, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იქნება თეორიისა და პრაქტიკის შეთავსების თვალსაზრისით. პროექტის პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ, დირექტორის მოადგილემ ავთანდილ ხარატმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ.

ფოტო გალერეა