ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-12-29

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ზურაბ პაპასქირის შრომების ახალი კრებულის პრეზენტაცია

ზურაბ პაპასქირის შრომების ახალი კრებულის პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გამოჩენილი აფხაზეთელი მეცნიერის, პროფესორ ზურაბ პაპასქირის შრომების ახალი კრებულის „საქართველო: ისტორიული წარსული და თანამედროვეობა". ეს გახლავთ პროფ. ზ. პაპასქირის რიგით მესამე შრომათა კრებული (პირველი გამოიცა 1998 წელს და უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა; მეორე კი - 2009 წელს).

ნაშრომში თავმოყრილია 2010-2016 წლებში სხვადსხვა თემატიკისა და პრობლემის გარშემო შექმნილი სხვადასხვა სტატიების ერთი ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზანტინისტიკისა და აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ავტორისა და ახალი გამოცემის შესახებ ისაუბრეს: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორებმა - ლია ახალაძემ, კახა კვაშილავამ, ჯემალ გამახარიამ, როლანდ თოფჩიშვილმა, თამარ ბელქანიამ, ბორის კვარაცხელიამ, მარიამ მირესაშვილმა, როზეტა გუჯეჯიანმა, დაზმირ ჯოჯუამ. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსმა დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა.

გამოსვლელთა მიერ ხაზი გაესვა პროფ. ზ. პაპასქირის მაღალ პროფესიონალიზმს, მამულიშვილობას, თავდაუზოგავ ბრძოლას აფხაზური სეპარატიზმისა და საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ როგორც სეპარატისტთა, ასევე - რიგი უცხოელი ავტორების მიერ. ასევე აღნიშნა, რომ ბატონი ზურაბის ყოველი ნაშრომი - მონოგრაფია თუ სტატია - ეს არის მნიშვნელოვანი შენაძენი ქართულ ისტორიოგრაფიაში, საისტორიო აზროვნებაში.

ფოტო გალერეა