სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა

-

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა. ჯილდოს გადაცემის ცერემონია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 17 მაისს გაიმართა.

პატრიარქმა წმინდა გიორგის ორდენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯონი აფაქიძეს პირადად გადასცა. დაჯილდოების შემდეგ საპატრიარქოში საზეიმო საღამო გაიმართა, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბა უძღვებოდა. საღამოზე უნივერსიტეტის მომღერალ გოგონათა გუნდი და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები წარდგნენ.

საქართველოში, სასულიერო და საერო სასწავლებლებს შორის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო ჯერ არც ერთს არ მიუღია. წმინდა გიორგის ორდენის ტარების უფლება, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ექნება.

საპატრიარქოს ფონდიდან ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 10 000 ამერიკული დოლარი გადასცა.

ამობეჭდვა