გაცნობებთ, რომ ELSEVIER-ის ბაზების მომხმარებლებს, Science Direct-ზე დისტანციური წვდომის ფუნქციის გააქტიურებით, შესაძლებლობა გაქვთ დისტანციური წვდომა განახორციელოთ Funding Institutional-ის ბაზაზეც.
დისტანციური წვდომის მომსახურების გასააქტიურებლად, უნდა განახორციელოთ იგივე მოქმედებები, რომელსაც სრულდება Scopus-ის შემთხვევაში. კერძოდ, დისტანციური წვდომის მომსახურების მისაღებად მიყევით შემდეგ ეტაპებს:
1. შეამოწმეთ ასახულია, თუ არა ორგანიზაციის მონაცემები ბაზაში – Check Access ფუნქციის მეშვეობით (იხილეთ თანდართული ფოტო);
2. შეიყვანეთ ორგანიზაციის დასახელება და ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტა;
3. ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ბმული, რომელიც Get Access ფუნქციის მეშვეობით გადაგიყვანთ თქვენს პირად ანგარიშზე.