news

 აკადემიური პერსონალის მობილობა  ბასკეთის უნივერსიტეტი (ესპანეთი)


      ერასმუს + პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს გეძლევათ საშუალება მოიპოვოთ ევროკავშირის დაფინანსება და გაემგზავროთ მობილობით ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი).  

 

     მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე) 2019 წლის სექტემბერი - 2020 წლის 30 ივნისის პერიოდში.

 

     ერასმუს + გრანტის მოცულობა: 160 ევრო დღეში (160 x 7 = 1120) და მგზავრობის ხარჯი €530.

 

     ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ან/და ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნა

 

     დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.ehu.eus/en/web/nazioarteko-harremanak/en-information-for-teaching-and-research-staff

 

     საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 აპრილი

 

     დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურს (ანა პოლიტკოვსკაიას ქ61, პირველი კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 319)

 

 

 

Email: international@sou.edu.ge                                          Phone: +995 322 54 14 49

Photo gallery