სიახლეები

 კონფერენცია - კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეროვნული კულტურა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეროვნული კულტურა“

(ეროვნული სამზარეულო როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება)

18 -20 ოქტომბერი, 2018 

თბილისი, საქართველო


ძვირფასო კოლეგებო,

მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება გასტრონომიულ კულტურასა და კულტურათაშორის კომუნიკაციას.

კონფერენციის თემატიკა:

  • ეროვნული სამზარეულო როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება;
  • ტრადიციული კერძები და ეროვნული იდენტობა;
  • საკვები კულტურათაშორისი კომუნიკაციის კონტექსტში;
  • ეროვნული კერძები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს;
  • გასტრონომიული სტერეოტიპები და კულტურათაშორისი დიალოგი;
  • გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები;
  • საკვები და კულტურა.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული


აბსტრაქტების (ინგლისურ ენაზე) მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.

სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი.

აბსტრაქტები და სტატიები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: international@sou.edu.ge


სარეგისტრაციო გადასახადი მონაწილებისთვის საქართველოდან -  50 GEL.

სარეგისტრაციო გადასახადი უცხოელი მონაწილეებისთვის - 50 EUR.

რეგისტრაციის საფასური ითვალისწინებს:

  • კონფერენციაში მონაწილეობას;
  • კონფერენციის მონაწილის პაკეტს;
  • სერტიფიკატს;
  • აბსტრაქტების გამოქვეყნებას კონფერენციის ვებ-გვერდზე;
  • შესვენებას ჩაიზე ან ყავაზე;
  • გამოსამშვიდობებელ ვახშამს;
  • კულტურულ პროგრამას;
  • სტატიების კრებულის გამოცემას.

ფოტო გალერეა