news

23 მაისი აფხაზეთობაა

წმიდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, 2014 წლის 23 მაისს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დააწესა.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სრულიად საქართველოს აფხაზეთობას ულოცავს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება,  ქართველთა და აფხაზეთში – საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში – მცხოვრებ სხვა ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ერთიანობა ისევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ იმაზე მეტი გვაერთიანებს, ვიდრე – გვყოფს.

 წმიდა მოციქულმა სვიმონ კანანელმა დაიფაროს და აკურთხოს აფხაზეთი და სრულიად საქართველო!

Photo gallery