23 მაისი აფხაზეთობაა
2020-05-23
0 ნახვა
წმიდა
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, 2014 წლის 23 მაისს, უწმინდესმა და უნეტარესმა,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დააწესა.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს
აფხაზეთობას ულოცავს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად
აღდგება, ქართველთა და აფხაზეთში – საქართველოს
ამ ძირძველ კუთხეში – მცხოვრებ სხვა ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ერთიანობა
ისევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ იმაზე მეტი გვაერთიანებს, ვიდრე – გვყოფს.
წმიდა
მოციქულმა სვიმონ კანანელმა დაიფაროს და აკურთხოს აფხაზეთი და სრულიად საქართველო!