სიახლეები

II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ერთიანი საგანმანათლებ­ლო სივრცე ევროკავშირთან“ ხორვატიაში

 

სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე  2019 წლის 9-15 მაისს,  მიწვეულნი იყვნენ  ქ. ვიშნიანში  (ხორვატია), უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, პოლონურ უნივერსიტეტსა (პოლონეთი) და პულის იური დობრილას უნივერსიტეტთან (ხორვატია) ერთობლივ II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე - „ერთიანი საგანმანათლებ­ლო სივრცე ევროკავშირთან“.  

 

კონფერენციის პლენარულ სესიაზე მათ ისაუბრეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, საერთაშორისო პროექტებზე,  გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

სამეცნიერო საზოგადოებას პროფესორმა ლ. თაკალანძემ წარუდგინა მოხსენება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში და ევროპული გამოცდილება“. მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

კონფერენციის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი  სამუშაო სხდომები Ca Foscari University of Venice ქ. ვენეციაში (იტალია) და პულის იური დობრილას უნივერსიტეტში (ხორვატია).

 

პულის იური დობრილას უნივერსიტეტის (ხორვატია) (Juraj Dobrila University of Pula (Croatia) ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას დაისახა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  შემდგომი თანამშრომლობის ფორმები.

 

ფოტო გალერეა