2020 წლის 7 მაისს, ხუთშაბათს, 18 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბატონი ალექსანდრე მიქაბერიძე გამართავს online-შეხვედრას სსუ-ს ისტორიკოს და ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტებთან თემით: „საუბრები ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ“.
შეხვედრა გაიმართება Zoom-პლატფორმის მეშვეობით. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით: