news

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ყოველი წლის 27 ოქტომბერს საქართველოში აღინიშნება აფხაზური ენის დღესწორედ ამ დღეს ჯამდება აფხაზური ენის გადარჩენისგანვითარებისფუნქციონირების გაფართოებისათვის გაწეული ერთწლიანი მუშაობის შედეგები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშირომელიც წარმოადგენს აფხაზეთმცოდნეობის აღიარებულ სამეცნიერო-სასწავლო კერასსტუდენტები სწავლობენ აფხაზურ ენასფოლკლორსლიტერატურის ისტორიასეთნოლოგიასენობრივ კონტაქტებსქართულ-აფხაზურ ლიტერატურულ ურთიერთობებს და ..; წარმატებით ხორციელდება აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამადაფინანსებული სახელმწიფოს მიერსტუდენტები მონაწილეობენ სამეცნიერო-სასწავლო ექსპედიციებშისამეცნიერო-კვლევით პროექტებშისხვადასხვა მასშტაბის სამეცნიერო ფორუმებშიდასახელებული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა დიდი ნაწილი სწავლის წარჩინებულია და სისტემატურად იღებს პრეზიდენტის სტიპენდიასამასთან უნდა აღინიშნოსრომ უნივერსიტეტში 2018 წლიდან სამშვიდობო განათლების ცენტრში, აფხაზეთის კვლევის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს აფხაზური ენისფოლკლორისა და ლიტერატურის კვლევაითარგმნება აფხაზ მწერალთა თხზულებები ქართულ ენაზე და ქართველ მწერალთა თხზულებები აფხაზურ ენაზეპერიოდულად იწერება და გამოიცემა სახელმძღვანელოებისამეცნიერო ნაშრომებისაცნობარო ლიტერატურა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

2020 წლის 27 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრმა ჩაატარა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ მორიგი კონფერენცია, რომელიც გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელიც მიესალმა სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს:

 

„საქართველოს მთავრობის ინიციატივას 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღის აღნიშვნას ემსახურება საუნივერსიტეტო, ზოგადად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, ქვეყნის ბედის თანაზიარი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არის არა მხოლოდ აღნიშვნა ამ დღისა, არამედ – ანარეკლი ჩვენი დამოკიდებულებისა აფხაზური ენის, აფხაზებისა და ჩვენი მიწა-წყლის – აფხაზეთისადმი.

სამწუხაროდ, იუნესკო-ს მიერ შედგენილ „საფრთხეში მყოფ მსოფლიო ენათა ატლასში“ აფხაზური ენა შეტანილია მოწყვლადი ენების კატეგორიაში. მოგეხსენებათ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მომდევნო თაობებმა, ბავშვებმა, ახალგაზრდებმა მშობლიური ენა უკვე აღარ იციან. რეალურად, აფხაზური ენა მილევად რეჟიმში იმყოფება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქართულთან ერთად, აფხაზეთში მეორე სახელმწიფო ენა არის აფხაზური და მისი მოვლა-პატრონობა ჩვენი მოვალეობაა, თუ გნებავთ, ღირსების საკითხია.

მჯერა, აფხაზი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი – ნაზიარები ქართულ სიბრძნეს: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს… წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..“ (გრიგოლ ორბელიანი). „ენით ცოცხლობს ერი“ (რაფიელ ერისთავი) განიცდის არსებულ მდგომარეობას და შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ ხედავს გამოსავალს. არა და, გამოსავალი არ არის დაფარული, ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაცია ქართულ, ქართულ-აფხაზურ ერთიან სივრცეში და ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი ზრუნვა აფხაზურ ენაზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვალდებულების გარდა, თავისი ღირსების საკითხად მიაჩნია ხელი შეუწყოს კვდომისაკენ მიდრეკილი აფხაზური ენის გადარჩენას.

 ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი საინტერესო სიახლესაც ეყრება საფუძველი. მიმართულებას სათავეში უდგას აფხაზური ენის აღიარებული სპეციალისტი, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის საუკეთესო მოწაფე და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი, ბატონი თეიმურაზ გვანცელაძე.

ცხადია, სრულიად საქართველოში აფხაზების მიმართ სიყვარულია და მჯერა, რომ ამას ოდესმე აფხაზებიც გაიცნობიერებენ.

ჩემი შესავალი სიტყვა მსურს დავასრულო წმინდა ილია მართალის სიტყვებით და დიდი იმედი გამოვთქვა, რომ აფხაზი ძმებიც ამას, ჩვენთან ერთად, გაიზიარებენ: „მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“. ჩვენი ძალა ერთობაშია და ერთობის საფუძველი ჩვენს ბუნებრიობაში, მის მრავალფეროვნებაშია“.


 მისასალმებელი სიტყვით, ასევე, წარსდგნენ და აფხაზური ენის შესწავლის, მისი დაცვის, ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და ამჟამად შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა; ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ნაჭყებიამსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმა პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა; სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ.

სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზოლოგთა საინტერესო მოხსენებები მოისმინეს: ნიკა ბაძაღუა – „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“; თეიმურაზ გვანცელაძე, სოფიკო ჭაავა – „ქართული ლიტერატურა აფხაზურ ენაზე“; გვანცა გვანცელაძე, თეიმურაზ გვანცელაძე – „საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო „კავკასიოლოგიის შესავალი“. 

Photo gallery