სიახლეები

ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია პროგრამაზე: ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში“.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიის სხვადასხვა მიწებზე ტურიზმის ინდუსტრიაში, გერმანული ენის ცოდნის ამაღლების მიზნით. აუცილებელი პირობაა გერმანული ენის ცოდნა მხოლოდ A1-A2 დონეზე! პროგრამა უზრუნველყოფს უფასო საცხოვრებელსა და კვებას მაღალბიუჯეტიან სასტუმროში!

აუდიტორიას მიესალმა და ევროპული განათლების პრიორიტეტებზე  ისაუბრა სსუ-ს რექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.

პროექტი სტუდენტების წინაშე წარადგინა ამ პროგრამის კოორდინატორმა, სსუ-ის ენების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გერმანისტმა ნანა ედიშერაშვილმა.

აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარეს ამ პროგრამაში მონაწილე სსუ-ის სტუდენტებმა: გიორგი ბერუაშვილმა, ლელა რუსიამ და ლია ხვედელიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუმრები:ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერალდ ქრისტიან ჰორნუნგი, პროგრამის   ხელმძღვანელი, ევროპული ენების ინსტიტუტის დირექტორი თეა ფეტელავა, სამედიცინო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, სსუ-ის ენების ცენტრის უფროსი, პროფესორი მაია დარასელია, ასევე სსუ-ის სტუდენტები და  აკადემიური პერსონალი.

ღონისძიების დასასრულს, რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ და პროგრამის ხელმძღვანელმა, ევროპული ენების ინსტიტუტის დირექტორმა თეა ფეტელავამ მადლობა გადაუხადეს სსუ-ში პროგრამის კოორდინატორს, ნანა ედიშერაშვილს და სსუ-ის ენების ცენტრს პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ამ ტიპის პროგრამების იმპლემენტაციისა და მათში სსუ-ის სტუდენტების აქტიური ჩართულობის მიზნით, სსუ-ს რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის  მითითებით,  მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება,  რომ უნივერსიტეტის ბაზაზე,  ენების ცენტრში შეიქმნას სასერტიფიკატო კურსები -  თავდაპირველად გერმანულ და ინგლისურ ენებში.

პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ-ს ენების ცენტრის მთავარ სპეციალისტს, პროგრამის კოორდინატორს, ნანა ედიშერაშვილს. სსუ-ის I კოპრუსი, ოთახი 206,საკონტაქტო ტელეფონები: 2 54 14 11.

ფოტო გალერეა