news

ახალი შესაძლებლობა სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტთათვის

2021 წლის 3 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდამკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში სსუ-ს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებაში“. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად დაგეგმილი სასწავლო კურსის მიზანია სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს გამოუმუშაოს კვლევის დაგეგმვის, წარმართვისა და შედეგების ანალიზის პრაქტიკული უნარი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება“-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, სოსო მეზვრიშვილმა. 

Photo gallery