news

ახალი მემორანდუმი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „საერთაშორისო კულტურის სივრცეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია აქტუალურ საკითხებზე მხარეთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრები: სემინარების, ბიზნეს-კონფერენციების, სიმპოზიუმების, ასევე საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ხასიათის ფორუმების ორგანიზება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და მეორე მხრივ, „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ ლომთათიძემ.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

Photo gallery