news

ახალი მემორანდუმი

2022 წ. 13 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ახალი, საეთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბება და სტიმულირება ჯანმრთელობის სფეროს მომცველ ისეთ დარგებში, როგორიცაა ჰიგიენა, სანიტარია, სამედიცინო ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა, ნუტრიციოლოგია, გარემოს ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადამიანის და ცხოველის დაავადებების ეპიდემიოლოგიის და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის მიმართულებით. ამასთანავე, ერთობლივი ძალისხმევით მოხდება სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა კოტეტიშვილმა.

Photo gallery